ჟანგბადი

Oxygen

ჟანგბადი არის პეროიდულ ცხრილში ჰალკოგენიდების ჯგუფის წევრი, მისი რიგითი ნომერია 8 და გამოისახება სიმბოლოთი O (ლათ. Oxygenium) . ჟანგბადი ქიმიურად აქტიური არამეტალია და წარმოადგენს ყველაზე მსუბუქ ელემენტს ჰალკოგენიდების ჯგუფში. გააჩნია მაღალი რეაქტიულობა და ოქსიდისტი, რომელიც უმეტეს ელემენტებთან ადვილად ქმნის ნაერთებს (კერძოდ ოქსიდებს). მარტივი ნივთიერება ჟანგბადი, ნორმალურ პირობებში უფერო, უგემო და უსუნო გაზია, რომლის მოლეკულაც შედგება ჟანგბადის ორი ატომისაგან (ფორმულა O2).
თხევადი ჟანგბადი არის ღია ცისფერი შეფერილობის, ხოლო გამყარებული ჟანგბადი წარმოადგენს ღია ლურჯი ფერის კრისტალებს. სამყაროში მასის მიხედვით ყველაზე გავრცელებული ელემენტია წყალბადისა და ჰელიუმის შემდეგ, ხოლო დედამიწის ქერქში ყველაზე გავრცელებულია მასის მიხედვით. იგი ჰაერის მოცულობის 20.9% შეადგენს.
რკინის მადნის ფოლადად წრთობის პროცესი მოიხმარს კომერციულად წარმოებული ჟანგბადის 55%-ს. ამ პროცესში O2 დიდი წნევით ერევა გავარვარებულ მადანს, რომელიც ანადგურებს გოგირდის მინარევებს (SO2) და ჭარბ ნახშირბადს ( CO2). რეაქციები ეგზოთერმულია, ამიტომ ტემპერატურა 1700 ° C- მდე იზრდება. აგრეთვე კომერციულად წარმოებული ჟანგბადის 25% გამოიყენება ქიმიურ წარმოებაში.
ეთილენი რეაგირებს O2-თან ეთილენის ოქსიდის შესაქმნელად, რაც თავის მხრივ ეთილენ გლიკოლში გადაიქცევა; ძირითადი მასალა, რომელიც გამოიყენება მრავალფეროვანი პროდუქციის, მათ შორის ანტიფრიზის და პოლიესტერული პოლიმერების წარმოებისთვის (პლასტმასის და ქსოვილების წინამორბედები). კომერციული ჟანგბადის წარმოებისგან დარჩენილი 20%-ის დიდი ნაწილი გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის, აგრეთვე ლითონის ჭრის და შედუღებისთვის, სარაკეტო საწვავში, როგორც ოქსიდისტი და წყლის გამწმენდისთვის. ჟანგბადის გამოყენება აცეტილენ-ჟანგბადის შედუღებისას, აცეტლეინის წვისას O2- თან წარმოიქმნება ძალიან ცხელი ალი. ამ პროცესში, 60 სმ სისქის ლითონი პირველად ცხელდება ჟანგბადი-აცეტილენის ალით და შერმდგომ სწრაფად იჭრება ჟანგბადის დიდი ნაკადით.

©2020